აპარტამენტები რემონტით და ავეჯით Batumi Boulevard Residence-ში

"Batumi Boulevard Residence" არის 29 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელიც მდებარეობს ყველაზე მიმზიდველ ინვესტორებისთვის ტერიტორიაზე  ზღვასთან ახლოს.

ადგილმდებარეობა:

"Batumi Boulevard Residence" ახალ ბულვართან ახლოს, წყნარ, მშვიდ და გამწვანებულ უბანში მდებარეობს, საიდანაც სულ რაღაც 1 წუთი დაგჭირდებათ ზღვის სანაპიროზე მისასვლელად. აქვე ჩამოდის მდინარე მეჯინისწყალიც. საცხოვრებლის სიახლოვეს მდებარეობს სავაჭრო ცენტრი, სკოლა, კაფე-ბარები და რესტორნები.

ინფრასტრუქტურა:
- სპა ცენტრი
- გამწვანებული ეზო
- 24/7 ვიდეო მონიტორინგი
- საბავშვო ინფრასტრუქტურა
- კონსიერჟი
- რესეპშენი
- ლობი
- ავტოპარკი
- მაღალი ხარისხის ლიფტები
- აუზი
- საკონფერენციო დარბაზი

უპირატესობები: 
- გამწვანებული ეზო
კომპლექსის შემადგენლობაში შედის 1800 კვ.მ. ეზო, საიდანაც უმეტესი ნაწილი გამწვანებას დაეთმობა.
- საბავშვო ინფრასტრუქტურა
ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, "ბათუმის ბულვარის რეზიდენცია" შესაბამის გასართობ ინფრასტრუქტურას უმასპინძლებს.
- პარკინგი
ბათუმი ბულვარ რეზიდენსის მაცხოვრებლები ისარგებლებენ ღია და დახურული ავტოსადგომით, რომელიც ჯამში 140 ავტომობილს იტევს.
- უსაფრთხოება
მშვიდ და უსაფრთხო გარემოს ბათუმი  ბულვარ რეზიდენსში 24//7 ვიდეო კონტროლი და ცოცხალი დაცვა უზრუნველყოფს.
- პროექტის დაფინანსება
ბათუმი ბულვარ რეზიდენსის პროექტი 100 %-ით დაფინანსებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს მიერ ინვესტირებულ თანხებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
- ხარისხი
მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის კონტროლს. შესაბამისად აქცენტი კეთდება მაღალ ხარისხიან, ინოვაციურ სამშენებლო მასალებზე, როგორიცაა მაგალითად ენერგოეფექტური გაზო ბლოკი, რომელიც ხასიათდება თბო და ხმის იზოლაციით.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უშუალო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია ანაგი, რომელიც ცნობილია თავისი ინოვაციური მიდგომებით და ხარისხზე ორიენტირებულობით.
- ბინების გაქირავების სერვისი
ბათუმი, როგორც შავიზღვისპირეთის წამყვანი ტურისტული ქალაქი, ყოველწლიურად უამრავ ტურისტს მასპინძლობს. შესაბამისად, ვითარდება ტურიზმის სექტორი და იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. თუკი ბათუმში ბინის შეძენას მისი შემდგომი გაქირავების მიზნით გეგმავთ, ბათუმი ბულვარ რეზიდენსი მზადაა უზრუნველყოს ბინის გაქირავების მენეჯმენტი ჩვენი მაცხოვრებლებისათვის.
- რემონტის მომსახურება
თუკი ბინის შეძენის შემდეგ თავიდან გინდათ აიცილოთ რემონტთან დაკავშირებული დისკომფორტი, ბათუმი ბულვარ რეზიდენსი გთავაზობთ შესანიშნავ გამოსავალს: რემონტის სერვისს მაღალ-ხარისხიანი, ინოვაციური სამშენებლო მასალების გამოყენებით.
- სახანძრო უსაფრთხოება
-კვამლის დეტექტორი ყველა ბინაში
- სახანძრო ტუმბოები
- ავზის სათავსო
- ცეცხლმედეგი ღიობები
- სახანძრო კიბის უჯრედი
- სახანძრო ლიფტი
- ცეცხლმედეგი მასალებით მოპირკეთებული დერეფანი
- ხანძრის მართვის ცენტრი
- ავტოსაშხეფი სისტემები
- სახანძრო მილდგარების სისტემა
- ხელის ცეცხლმაქრები
- სახანძრო განგაშის სისტემა
- კვამლზე მორეაგირე სისტემა
- კვამლაღმომჩენი

ბინები იყიდება სრული რემონტით, ავეჯით, ტექნიკით და საცხოვრებალად ყველა საჭირო აღჭურვილობით.

ბინების ღირებულება შეადგენს 1350$-1400$/მ2.

მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება 24 თვით. პირველი შენატანი 30%.

მშენებლობის დასრულება - 2023 წლის აგვისტო.

ადგილმდებარეობა

  • გაზიარება

ზარის შეკვეთა

ჩვენ შესახებ

უძრავი ქონების სააგენტო ВatumiResidence დაფუძნებულია 2017 წელს, პროფესიონალ რეალტორთა ჯგუფის მიერ, რომელთაც ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე აქვთ 10 წელზე მეტხნიანი მუშაობის გამოცდილება.

დაგვიმეგობრდით