Green Home Krtsanisi კომპლექსი თბილისში

პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი Green Home Krtsanisi კრწანისში, თბილისში.

Green Home Krtsanisi შემოფარგლულია გამწვანებული ლანდშაპტით, ტერიტორიაზე გაშენდება რეკრეაციული ზონა დასასვენებელი სივრცით, დაირგვება ასობით ხე, მოეწყობა საბავშვო სივრცე, ველობილიკები და ფიტნეს დარბაზი.

რეზიდენციებთან ერთად ტერიროტიაზე განთავსდება საოფისე და კომერციული ფართები, მიწისქვეშა და მიწის ზედა ავტოსადგომები.
სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულია 24 საათიანი დაცვა, დასუფთავება და ტექნიკური მომსახურება.

ფასადის მთავარი დამახასიათებელი ელემენტია ვიტრაჟები და აივნები მინის მოაჯირებით საიდანაც იშლება პანორამული ხედები.

ბინის მდგომარეობა თეთრი კარკასი: სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასრულებულია, შენობის ფასადი დასრულებულია, აივანი მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით, მინის მოაჯირი დამონტაჟებულია, შეღებილი სადარბაზო მოპირკეთებული კერამიკული ფილებით, დამონტაჟებულია ლიფტი,  შესასვლელი კარი დამონტაჟებულია, ალუმინის კარ - ფანჯარა მინა პაკეტით, შიდა ბლოკის ტიხრები შეთანხმებული მყიდველთან, კედლები და ტიხრები გალესილი სველი წერტილის გარდა, იატაკი მოჭიმულია სველი წერტილის გარდა, ბინაში შეყვანილი ელექტროენერგიის ძირითადი ხაზი, შეყვანილია წყლის ძირითადი მილი, ვენტილაციის და კანალიზაციის ძირითადი დგარები, გაზის ძირითადი მილი, სატელევიზიო და ინტერნეტ ხაზი შეყვანილია ბინაში.

ბინის ღირებულება იწყება $1500-დან კვ.მ.

პირველი შესატანი 10%

0% განვადება დეკემბრის ბოლომდე 2021 (14 თვის)

მშენებლობის დასრულება 2021 წლის დეკემბერში.

ადგილმდებარეობა

  • გაზიარება

ზარის შეკვეთა

ჩვენ შესახებ

უძრავი ქონების სააგენტო ВatumiResidence დაფუძნებულია 2017 წელს, პროფესიონალ რეალტორთა ჯგუფის მიერ, რომელთაც ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე აქვთ 10 წელზე მეტხნიანი მუშაობის გამოცდილება.

დაგვიმეგობრდით