აპარტამენტები $12096-დან მულტიფუნქციურ კომპლექსში Galileo Batumi

მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „გალილეო ბათუმი" 520 მეტრით არის დაშორებული ზღვის სანაპიროსგან. ის შედგება „ა" და „ბ" კორპუსებისგან, რომლებსაც ზღვის, ქალაქის და მთის ხედები ექნება.

ინფრასტრუქტურა:
პირველ სამ სართულზე განთავსებული იქნება სხვა და სხვა დანიშნულების კომერციული ობიექტები - საოფისე ფართები, ბანკი, აფთიაქი, რესტორანი ქართული სამზარეულოთი, სწრაფი კვების ობიექტები - „Wendy's" და „Dunkin Donuts", „სმარტის" ქსელის სუპერმარკეტი. ასევე, იქნება საქართველო - ისრაელის ერთობლივი ბიზნეს - ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა იმ მომსახურების მიღება, რაც სჭირდება რეზიდენტს თუ არარეზიდენტს ბიზნესის და საწყებად დასამართავად, იქნება ეს კომპანიის რეგისტრაცია, დოკუმენტაციების თარგმნა სხვადასხვა ენებზე, უძრავი ქონების გაფორმებისა და მართვის თვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება, ბუღალტრული და საგადასახადო კონსულტაციები, სანოტარო მომსახურება, საჯარო რეესტრის წამომადგენლისა და იურისტის, კონსულტაციები თუ საკონფერენციო დარბაზები საქმიანი შეხვედრებისთვის.
ბიზნეს-ცენტრი აღჭურვილი იქნებადამოუკიდებელი ლიფტით.

კორპუსი აღჭურვილი იქნება ოთხი შიდა და ერთი პანორამული ლიფტით, რომელიც განკუთვნილი იქნება ოცდამეერთე სართულზე - ტერასაზე - მომხმარებელთა გადადგილებისთვის.
ტერასაზე, რომლის საერთო ფართობიც 1,700 კვადრატული მეტრია, განთავსდება დასასვენებელი ცენტრი რომელიც მოიცავს ღია საცურაო აუზს, ჯაკუზის, დახურულ საბავშვო საცურაო აუზს, ფიტნეს და სპა სალონებს, კაფე-რესტორანს ზღვაზე გაშლილი ხედით.

კორპუსის გამწვანებულ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი თბილი მეზობლური ურთიერთობებისთვისა თუ ბავშვებისთვის, სუფთა და მშვიდ გარემოში გასართობად.
კორპუსის ტერიტორიაზე განთავსდება ველოსიპედების, ელექტრომოპედების და ელექტრომობილების გაქირავების სერვისი.
საცხოვრებელი კორპუსისგვერდით აშენდება რვასართულიანი სამედიცინო გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელშიც განთავსდება სტომატოლოგიური კლინიკა, გამაჯანსაღებელი პროცედურებისა და მასაჟის სალონები, ესთეტიკური ქირურგიის კლინიკა დასხვ.

კომპლექსის უკანა ტერიტორიაზე განთავსებული იქნება 300 ავტომობილზე გათვლილი, ოთხსართულიანი ავტოსადგომი. გარდა ამისა, ეზოსა და მინუს 1 სართულზე გამოყოფილი იქნება 60 ერთეული ავტოსადგომისთვის.
ოთხსართულიანი ავტოსადგომის პირველ სართულზე განთავსდება ავტომობილების ტექნიკური მომსახურების 24 საათიანი სერვისი და ავტოსამრეცხაო. თქვენ მიიღებთ მაღალიხარისხის მომსახურებას თქვენი დასვენების საათებში ისე, რომ არ მოწყდეთ დღის ჩვეულ რეჟიმს.
ავტოსადგომის მეოთხე სართულზე მოხვდებით პანორამული ლიფტით, სადაც განთავსებული იქნება ბავშვთა გასართობი სივრცე - საცურაო აუზი, ატრაქციონები, კაფე და მოსასვენებელი კუთხე რელაქსაციისთვის.

მართვისსერვისი:
შეიქმნება კომპლექსის მართვის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს კომპლექსის უსაფრთხოებას, სისუფთავეს, მობინადრეთა თუ სტუმართა სიმშვიდეს, ასევე მათ სრულ ინფორმირებულობას კომპლექსთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში. სერვისი მოიცავს კონსიერჟის მომსახურებასა და 24 საათიან ვიდეო-მონიტორინგს. გარდაამისა, შეიქმნება ცალკე სტრუქტურა, რომელიც, მესაკუთრეთა სურვილის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბინების გაქირავებას და ამასთან დაკავშირებული პროცესების მართვასა და კონტროლს, დაგეგმავს ტურისტურ ღონისძიებებს პროფესიონალი გიდებისთანხლებით.

კომპლექსი მთლიანად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
შენობის სეისმომედეგობა გათვლილია რვა ბალზე. კომპლექსი აღჭურვილი იქნება სახანძრო უსაფრთხოების სისტემით ასევე, აღჭურვილი იქნება ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროებით-დიზელ-გენერატორებით.

ბინების მდგომარეობა გაყიდვის მომენტში - შავი კარკასი.

ბინების ღირებულება $540-დან მ2

არის უპროცენტო შიდა განვადება 3 წლით.

პირველი შეასატანი 30%.

მშენებლობის დასრულება მაისი 2022 წ.

ადგილმდებარეობა

  • გაზიარება

ზარის შეკვეთა

ჩვენ შესახებ

უძრავი ქონების სააგენტო ВatumiResidence დაფუძნებულია 2017 წელს, პროფესიონალ რეალტორთა ჯგუფის მიერ, რომელთაც ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე აქვთ 10 წელზე მეტხნიანი მუშაობის გამოცდილება.

დაგვიმეგობრდით