გარიგების იურიდიული მხარდაჭერა

ჩვენი პარტნიორები კომპანია LEGALION CORP მოგაწვდით გარიგების სამართლებრივ მხარდაჭერას ასევე ყველანაირ იურიდიულ მომსახურებას:

  • იურიდიული კონსულტაცია
  • ნებისმიერი სახის და სირთულის ხელშეკრულებების მომზადება
  • ბიზნესის რეგისტრაცია (შპს, ი/მ და ა.შ)
  • დახმარება საქართველოს ბინადრობის მიღებაში (უცხოეთის მოქალაქეებს)
  • ყველა სხვა სახის იურიდიული მომსახურება

იურიდიული კომპანია LEGALION CORP დაფუძნდა 2017 წელს. კომპანია მუშაობს სამართლის ყველა მიმართულებით. კომპანიის მიზანია გაუწიოს ოპერატიული და კვალიფიციური იურიდიული მომსახურება ადგილობრივ თუ უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კომპანიის სერვისის ოპერატიულობასა და მაღალ ხარისხს განაპირობებს ჯგუფში გაერთიანებული სამართლის სხვადასხვა დარგში მოღვაწე გამოცდილი იურისტები, რომლებიც ფლობენ რამდენიმე უცხო ენას.
კომპანია თანამშრომლობს ადგილობრივი და უცხოური ბიზნეს სექტორის დამწყებ და უკვე გამოცდილ წარმომადგენლებთან. LEGALION Corp.-ის მომსახურებით უკვე სარგებლობენ ქართული, რუსული, უკრაინული, თურქული, იორდაანიული და არაბული ორგანიზაციები.

LEGALION CORP - შენი პრობლემები მთავრდება აქ!

ჩვენ შესახებ

უძრავი ქონების სააგენტო ВatumiResidence დაფუძნებულია 2017 წელს, პროფესიონალ რეალტორთა ჯგუფის მიერ, რომელთაც ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე აქვთ 10 წელზე მეტხნიანი მუშაობის გამოცდილება.

დაგვიმეგობრდით